მინის კარი და მინის ტიხარი სისტემები | ალუმინა

მინის კარი და მინის ტიხარი სისტემები | ალუმინა

ალუმინა გთავაზობთ თანამედროვე მინის კარი და მინის ტიხარი (ვიტრაჟი) სისტემებს, რომლებიც იდეალურად ერგება ოფისებს, კომერციულ და საცხოვრებელ სივრცეებს. ჩვენ ვახორციელებთ გაზომვას, დამზადებას და პროფესიონალურ დამონტაჟებას მაღალი ხარისხის მასალებით.

შავი თხელი ალუმინის ჩარჩოიანი მინის გამყოფი და კარი - მინიმალისტური დიზაინი

მინის კარი და მინის ტიხარი თანამედროვე გადაწყვეტილებები

მინის კარი და მინის ტიხარი (ვიტრაჟი) სისტემები თანამედროვე ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. ისინი უზრუნველყოფენ სივრცის ვიზუალურ გაფართოებას, ბუნებრივი სინათლის მაქსიმალურ გამოყენებას და ფუნქციურ ზონირებას როგორც ოფისებში, ასევე კომერციულ და საცხოვრებელ გარემოში.

ალუმინა სპეციალიზდება მინის კარი და მინის ტიხარი სისტემების გაზომვაში, დამზადებასა და მონტაჟში. ჩვენ ვიყენებთ ხარისხიან მინის მასალებს, საიმედო მექანიზმებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას, უსაფრთხოებას და ესთეტიკურ იერს.

მინის კარები

რელსიანი მინის კარი ინოქსის ფერის ჩარჩოთი - ოფისის შესასვლელისთვის

სლაიდური მინის კარი

ზედა საკიდი სლაიდური სისტემა, რომელიც მცირე სივრცეებისთვისაც კი უზრუნველყოფს რბილ და უხმაურო გახსნას. თანამედროვე დიზაინი და გამძლე მექანიზმები იდეალურია ოფისებში, საცხოვრებელ სივრცეებში და მაღაზიებში.
შავი საკინძებიანი ორფურცლიანი მინის კარი - ელეგანტური დიზაინი

პეტლიანი (ანჯამიანი) მინის კარი

მძლავრი პეტლებით აღჭურვილი მინის კარი, რომელიც იხსნება 90° ან 180° კუთხით. სტაბილური და უსაფრთხო კონსტრუქცია შესანიშნავია ოფისებისთვის, ინტერიერის გამყოფად და შესასვლელი კარებისთვის.
სავაჭრო ცენტრის შესასვლელის ჰიდრავლიკური მინის კარი - მაღალი ტრაფიკისთვის

Floor Spring / სადგმელი მექანიზმით მინის კარი

მინიმალისტური დიზაინი, ღია სივრცის ეფექტი და თანამედროვე სტილი; ქვედა ნაწილში დამონტაჟებული Floor Spring / სადგმელი მექანიზმი უზრუნველყოფს კარის ავტომატურ, რბილ და უსაფრთხო დახურვას.
სენსორიანი ავტომატური მინის კარი სასტუმროს შესასვლელისთვის - თანამედროვე დიზაინი

ავტომატური სლაიდური მინის კარი (სენსორული სისტემა)

სენსორული სლაიდური მინის კარი, რომელიც მოძრაობაზე რეაგირებით ავტომატურად იღება და იკეტება. იდეალური გადაწყვეტაა მაღაზიებისთვის, ოფისებისა და ბიზნესცენტრების შესასვლელებისთვის — უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო წვდომას.

მინის კარის ფასი

მინის კარის ფასი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა მინის ტიპი, ზომები, გამოყენებული მექანიზმი (სლაიდური, ანჯამიანი, ავტომატური), აქსესუარები და მონტაჟის სირთულე. სწორედ ამიტომ მინის კარისთვის ფიქსირებული ფასის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია.

ბევრი მომხმარებელი გვწერს კითხვას: „რა ღირს მინის კარი?“ თუმცა, საჭირო დეტალების გარეშე კონკრეტული ფასის დასახელება არ იქნება ზუსტი და რეალური. თითოეული პროექტი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

ზუსტი მინის კარის ფასის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი საჭიროებების შესახებ. თუ გაქვთ სივრცის ფოტოები, ესკიზი ან პროექტი, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ — ეს მნიშვნელოვნად დაგვეხმარება სწორი შეთავაზების მომზადებაში.

მინის ტიხარი (ვიტრაჟი) სისტემა

შავი ალუმინის ჩარჩოიანი მინის გამყოფი კორიდორებისთვის - ოფისის ზონირება

ფიქსირებული მინის ტიხარი სისტემები

ფიქსირებული მინის ტიხარი სისტემა შედგება უძრავი მინის პანელებისგან, რომლებიც დამონტაჟებულია ალუმინის ან ფოლადის პროფილებში. ძირითადად გამოიყენება გამაგრებული (ნაწრტობი) ან ლამინირებული მინა.
შავი თხელი ალუმინის ჩარჩოიანი მინის გამყოფი და კარი - მინიმალისტური დიზაინი

ჩარჩოიანი მინის ტიხარი

ჩარჩოიანი მინის ტიხარი წარმოადგენს სისტემას, სადაც მინის პანელები მოთავსებულია გამოხატულ მეტალის ან ხის ჩარჩოებში. ეს გადაწყვეტა ქმნის ინდუსტრიულ ან კლასიკურ სტილს.
ჩარჩოების გარეშე მინის გამყოფი მაღაზიების კორიდორებისთვის - გამჭვირვალე ზონირება

ჩარჩოს გარეშე (სრულიად გამჭვირვალე) მინის ტიხარი

ჩარჩოს გარეშე მინის ტიხარი დამაგრებულია მინიმალური პროფილებით ან მხოლოდ იატაკისა და ჭერის შეერთებით. სისტემა უზრუნველყოფს ვიზუალურ უწყვეტობას.
ჩარჩოიანი დაკეცვადი მინის გამყოფი სისტემა - მოდულარული დიზაინი

მოძრავი / დასაკეცი მინის ტიხარი სისტემები

მოძრავი მინის ტიხარი იყენებს სლაიდურ, რელსებზე მოძრავ ან დასაკეც მინის პანელებს, რაც საშუალებას იძლევა სივრცის საჭიროების მიხედვით გახსნა ან დახურვა.

მინის ტიხარის ფასი

მინის ტიხარის ფასი განისაზღვრება არჩეული სისტემის ტიპის მიხედვით — იქნება ეს ფიქსირებული, ჩარჩოიანი, ჩარჩოს გარეშე თუ მოძრავი მინის ტიხარი (ვიტრაჟი). ფასზე ასევე გავლენას ახდენს მინის სისქე, ტიპი, კონსტრუქცია, მონტაჟის პირობები და პროექტის მოცულობა.

ხშირად ვიღებთ შეკითხვას: „რა ღირს მინის ტიხარი?“ თუმცა, საჭირო ინფორმაციის გარეშე ფასის დასახელება შეუძლებელია. თითოეული მინის ტიხარი მზადდება კონკრეტული სივრცისა და მოთხოვნების მიხედვით.

თუ გსურთ ზუსტი მინის ტიხარის ფასი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და მოგვაწოდოთ დეტალები. სივრცის ფოტოები, გეგმები ან პროექტი დაგვეხმარება შევაფასოთ სამუშაო და შემოგთავაზოთ ოპტიმალური გადაწყვეტა.

მინის კარის უპირატესობები

✔ ნაწრტობი მინა — 5–7-ჯერ უფრო გამძლე და უსაფრთხო.
✔ რბილი და კომფორტული მოძრაობა — ხარისხიანი მექანიზმების წყალობით.
✔ ბუნებრივი განათების მაქსიმალური შენარჩუნება.
✔ სივრცის ვიზუალური გაფართოება და ელეგანტური დიზაინი.
✔ ჩარჩოიანი და ჩარჩოს გარეშე (Frameless) ვარიანტები.
✔ ინდივიდუალური ზომებით დამზადება ნებისმიერი ღიობისთვის.
✔ სწრაფი, სუფთა და პროფესიონალური მონტაჟი.

ტექნიკური მახასიათებლები

✔ მინის სისქე: 8mm, 10mm ან 12mm 5+5, 6+6, 8+8 ან 10+10 ლამკსი
✔ მინის ტიპები: გამჭვირვალე, მატე, ბრინჯაო, ფუმაროლი
✔ სისტემები: სლაიდური, პეტლიანი, ზედა საკიდი, ავტომატური
✔ პროფილის ფერები: შავი, თეთრი, ვერცხლისფერი, ანოდირებული
აქსესუარები: სახელურები, პეტლები, საკეტები, დამჭერები
✔ Floor Spring / სადგმელი მექანიზმი (Frameless მოდელებისთვის)
✔ ჩარჩოიანი ან ჩარჩოს გარეშე (Frameless) დიზაინი
✔ შეკვეთა ინდივიდუალური ზომებით

შენობის შესასვლელის მინის ფასადის სისტემა - თანამედროვე არქიტექტურა

სად გამოიყენება მინის კარი?

ოფისები და მინის ტიხრები

ოფისებისთვის იდეალური გადაწყვეტაა — ქმნის ნათელ, ჰაეროვან და თანამედროვე სამუშაო გარემოს.
სრულად ერწყმის მინის ტიხრებთან და მინის კონსტრუქციებთან.

ოფისები და მინის ტიხრები

ოფისებისთვის იდეალური გადაწყვეტაა — ქმნის ნათელ, ჰაეროვან და თანამედროვე სამუშაო გარემოს.
სრულად ერწყმის მინის ტიხრებთან და მინის კონსტრუქციებთან.

ოფისები და მინის ტიხრები

ოფისებისთვის იდეალური გადაწყვეტაა — ქმნის ნათელ, ჰაეროვან და თანამედროვე სამუშაო გარემოს.
სრულად ერწყმის მინის ტიხრებთან და მინის კონსტრუქციებთან.

მინის კარის აზომვა, დამზადება და პროფესიონალური მონტაჟი

Alumina გთავაზობთ სრულ მომსახურებას — აზომვა, დამზადება, აწყობა და
პროფესიონალური მონტაჟი. ჩვენი სპეციალისტი ადგილზე მოდის, იღებს ზუსტ ზომებს
და გთავაზობთ საუკეთესო გადაწყვეტას თქვენი სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე.
ტემპერირებული მინა, ხარისხიანი მექანიზმები და სწორი მონტაჟი უზრუნველყოფს
კარის გამძლეობასა და უსაფრთხოებას.

ჩვენი სამუშაო ეტაპები

🎧 კონსულტაცია

კონსულტაცია შესაძლებელია ადგილზე ან ტელეფონით. ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ WhatsApp-ით ან ელ-ფოსტით და გამოგვიგზავნოთ თქვენი მოთხოვნები — ზომები, ნახაზები ან ფოტოების სახით.

📐 აზომვა

ჩვენი სპეციალისტი ადგილზე მოდის და იღებს ზუსტ ზომებს, რათა კარი სრულად შეესაბამებოდეს თქვენს სივრცეს.

🛠️ დამზადება

კარი მზადდება თქვენი ზომებისა და სიმჭიდროვის მოთხოვნების მიხედვით — ტემპერირებული მინისა და ხარისხიანი მექანიზმების გამოყენებით.

🔧მონტაჟი

პროფესიონალური მონტაჟი ტარდება სწრაფად და სუფთად, უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით.

🛡️ დასრულება & გარანტია

მონტაჟის დასრულების შემდეგ ტარდება შემოწმება და გთავაზობთ გარანტიასა და შემდგომ მომსახურებას საჭიროების შემთხვევაში.

ფოტო გალერეა — ჩვენი შესრულებული პროექტები

📞 დაგვიკავშირდით

ჩვენთან უსაფრთხო და ელეგანტური მოაჯირებისთვის
მოითხოვეთ უფასო კონსულტაცია

დაწეროთ საკონტაქტო ჩვენი ექსპერტები დაგიკავშირდებათ